saqarTvelos qedebi - gugulis qedi

 

ქედი ლიხის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი გაგრძელება შიდა ქართლის ვაკეზე. ლიხის ქედს გამოეყოფა სოფელ ბრილთან. ზღვის დონიდან 817 მეტრამდე სიმაღლის გორაკ-ბორცვიანი სერი აგებულია მესამეული ასაკის თიხებით, მერგელებითა და ქვიშაქვებით. დასავლეთ ნაწილში ფართოფოთლოვანი ტყის კორომებია. დიდი ნაწილი გამოყენებულია სასოფლო - სამეურნეო სავარგულებად.